უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მარტი, 2018 15:25
font-size

ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების ძალიან მძიმე და უხეშ დარღვევას - ზაზა გაბუნია აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე

პარლამენტარი ზაზა გაბუნია ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ამას მოჰყვება ქართული მხარის მკაცრი რეაგირება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, თავად ინციდენტს გამოვეხმაურო. ადამიანის უფლებების ხელყოფისა და ფეხქვეშ გათელვის ასეთი მძიმე ფაქტები აზიანებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს რუსეთის ფედერაციამ. ჩვენი მხარე, ჩვენი სახელმწიფო აქცენტს აკეთებს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების ძალიან მძიმე და უხეშ დარღვევას.

ბუნებრივია, ამას ექნება ძალიან მკაცრი რეაქცია და გამოხმაურება. ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, დაწყებულია იმ ნაბიჯების გადადგმაც, რაც ასეთ დროს არის ურგენტული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი საერთაშორისო თანეგობრობის მხრიდანაც“,-თქვა გაბუნიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს.

აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტარდება საჭირო საგამოძიებო მოქმედებები“.

თუკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოვლინდება გადაცდომა რომელიმე პირის მხრიდან, მას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არაა ჩვენი ხელწერა - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი, 2018 , 17:42

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი სამართა

კანონპროექტზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ პარლამენტი უნდა იღებდეს, ცუდია, თუკი მთავარ როლს ეკლესიის პოზიცია თამაშობს - სულხან სალაძე

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ცუდი იქნება, თუკი კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ ეკლესიის პოზიციის გამო. მისი თქმით,

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო შექმნილი ვითარება გააცნეს და სკანდალური ჩანაწერები გადასცეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანდრეი ჰუნკ

არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს - თეა წულუკიანი კანაფის კულტივაციაზე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საპანიკო არაფერი არ არის. „თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირ

„ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება. კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერთა სიის გაყალბებ

კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს - ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის კამათი გამოიწვია. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ეს ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`