უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 სექტემბერი, 2018 14:20
font-size

ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი - მამუკა ბახტაძე

არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება.

რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო. ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტებს „იბერიას“ საქმეზე „კურიერის“ მიერ დღეს გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც სურდათ პრემიერ-მინისტრის კომენტარის მიღება, თუმცა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი აღარ გააგრძელა.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია - თემურ შაშიაშვილი

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება. „არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: &b

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ

NDI-ის კვლევა, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკურ სპეკულაციებს იწვევს, ჩვენთვის სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება - ნათია თურნავა

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები - ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავ

მორატორიუმი ამ გაფუჭებულ საქმეს და მის რეპუტაციას ვერ უშველის - გოცირიძე ზურაბიშვილის შეწყალებებზე

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეწყალებებზე გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის კისერზეა. „თუ ეს დადასტურდა, პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა. მორატორიუ

მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი თავის მხრივ, შესაძლოა, პრობლემაც იყოს - მამუკა მდინარაძე

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

„რაც შეეხება მორატორიუმს, ეს თავის მხრივ, შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქც

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის მსგავსი შეწყალება - გიორგი გახარია

18 სექტემბერი, 2019 , 15:50

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს