კონფლიქტის ზონა
ყოველთვის, როცა ქვეყანაში მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესია, რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ფორმის ზეწოლა - ბათუ ქუთელია
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების გააქტიურებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, ასევე რუსეთის ქმედებებზე მთავრობას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაქცია.
„რუსეთის ქცევის ხელწერას თუ დავაკვირდებით, ყოველთვის, როდესაც მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესია, ისინი ცდილობენ გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის ზეწოლა. არჩევნები მგრძნობიარე პერიოდი იყო. პიკში იყო დაპირისპირება ასული, ერთ-ერთ დაპირისპირების თემა სწორედ ოკუპაცია და რუსეთის თემა იყო. მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ადგილზე უფრო მეტი უნდა იყოს ხილული ყოფნა სამართალდამცავი ორგანოების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხშირი ვიზიტი და მონიტორინგი და უმკაცრესი რეაგირება“,- განაცხადა ქუთელიამ.