უკან

სამართალი

22 მაისი, 2018 11:20
font-size

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში, საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო. აღნიშნული სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი