უკან

მსოფლიო

20 სექტემბერი, 2017 12:35
font-size

კრემლი ამჟამად მეზობლებზე თავდასხმის სცენარს ამუშავებს - ლიტვის პრეზიდენტი

რუსეთის დელეგაციამ დატოვა გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ. პროტესტის მიზეზი გახდა გრიბაუსკაიტეს კრიტიკა რუსულ-ბელორუსული ერთობლივი სამხედრო სწავლების „Запад-2017“-ის მიმართ.

ლიტვის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი ამ სწავლებებით მეზობლებზე თავდასხმისთვის ემზადება.

„კრემლი ამჟამად მეზობლებზე თავდასხმის სცენარს ამუშავებს. ისინი ამზადებენ თავიანთ სამხედროებს, რომ თავს დაესხას დასავლეთს. მსგავსი სწავლებები არის ინფორმაციული ომის ნაწილი, რომელიც მიმართულია გაურკვევლობისა და შიშის გასავრცელებლად. მეტიც, ჩვენ გვაღელვებს, რომ „Запад-2017“ არის სიმპტომი, რომ კრემლი უძლურია, დაძლიოს თავისი ზიზღი დასავლეთისადმი“, -განაცხადა გრიბაუსკაიტემ გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლიტვის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა კრემლის აგრესია საქართველოზე და ყირიმის ანექსია.

„რუსეთი არღვევს გაეროს დადგენილებას, ის თავს დაესხა საქართველოს, უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და პირდაპირ მონაწილეობს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ომში“, -აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

ლიტვის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბელორუსიაში, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსიდან 40 კილომეტრში ატომური ელექტროსადგური შენდება, რასაც გრიბაუსკატემ რუსეთის „გეოპოლიტიკური იარაღი“ უწოდა.

ლიტვის პირველმა პირმა მოუწოდა გაეროს წევრებს, აღარ იყვნენ პასიური დამკვირვებლები და შეცვალონ ორგანიზაციის მიდგომა აგრესორებისადმი.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ გაერო, ეს უნივერსალური უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მსოფლიო ომისგან დაიცვას. ჯერჯერობით ამ მიზანს ვერ უმკლავდება. ახლა არჩევანის წინაშე ვართ: ან მივცემთ ამ ორგანიზაციას ხმას, რათა მან გაიმარჯვოს შეურაცჰყოფასა და დაცინვაზე, ან ეს ორგანიზაცია ისტორიას ჩაბარდება და უსარგებლო გახდება“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

რუსეთისა და ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლებები „Запад-2017“ 14 სექტემბერს დაიწყო და დღეს სრულდება. ოფიციალურად მასში მონაწილეობა 13 ათასამდე ჯარისკაცი იღებს, თუმცა არაოფიციალური მონაცემები ბევრად უფრო მეტ სამხედროზე - 100 ათას ადამიანამდე მიუთითებს. სწავლებები ორ ეტაპად ტარდება - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და ბელორუსიის შვიდ პოლიგონზე.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი