უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 დეკემბერი, 2019 15:45
font-size

კრიმინალი გახარაიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას - მამუკა ხაზარაძე

ოთხი კომპანიის მიერ წლების ნამუშევარი თქვენი სამი ბრიფინგით დაანგრიეთ. ეს იყო ჩვენი და ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ერთი წელია, ვისმენთ არის ის, რომ 17 მილიონზე არის საუბარი და არა 80 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან „ნაცმოძრაობის“ გამო, ბანკი იყო გაჩერებული, განა იმის გამო, რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს, გვითხრეს, კაპიტალს თუ სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერებული იქნებითო. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წამყვან ბანკს მივადექით, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი, 20 მილიონი გვაკლდებოდა, სამი მილიონი დოლარი ბორჯომის გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ, 17 მილიონი დაგვრჩა. ჰოლანდიელ პარტნიორებთან წავედით და ვთხოვეთ, უზრუნველყოფა არ გვაქვს და გთხოვთ, ექვს თვიანი კრედიტი გვასესხოთ, რათა ამ კაპიტალში ჩავდოთო. გვასესხეს 30 პროცენტიანი მოკლევადიანი სესხი. ამ რისკზე წავედით. აღნიშნულ ხელშეკრულებებში პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს.ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა, ვუთხრა და ბოდიში, ის არაფერ შუაშია დედამიწის ზურგზე ამ ამბავში. ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, შემდეგ ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებთან თანხა დავაბრუნეთ. ავთო წერეთელთან ექვს თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით, და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალი გახარაიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას. თქვენ არ ჩათვალეთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა წერილი. იმაში, რომ შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება, რომ ტელევიზია გააჩეროს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქმის განხილვა 27 დეკემბერს, 12: 00 საათზე განახლდება.

გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 700-700-ათასლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა

11 დეკემბერი, 2019 , 15:35

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნ

კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

11 დეკემბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი

9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს

11 დეკემბერი, 2019 , 12:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. უწყების ინფორმაციით, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

11 დეკემბერი, 2019 , 12:00

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლ

ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლ

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს

10 დეკემბერი, 2019 , 11:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს და მათგან ამ ეტაპზე 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`