უკან

მოზაიკა

27 ივნისი, 2022 09:03
font-size

კუჭ-ნაწლავის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

კუჭ-ნაწლავის, იგივე გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ყველა ასაკის პირებში.

კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის შემადგენლობაში შედის : პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები, სწორი ნაწლავი და ანუსი. ის ასევე მოიცავს მასთან დაკავშირებულ ორგანოებს - ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და პანკრეასს.

დღესდღეობით 13 ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემა არსებობს, ესენია:

-ცელიაკია (გლუტეინური ენტეროპათია)

-გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS)

-ლაქტოზის აუტანლობა

-ქრონიკული დიარეა

-ყაბზობა

-გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD)

-პეპტიური წყლული

-კრონის დაავადება

-წყლულოვანი კოლიტი

-ნაღვლის ბუშტის კენჭები

-მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი

-ღვიძლის ციროზი

-დივერტიკულიტი

საჭმლის მომნელებელი სისტების პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორებით, როგორიცაა :

-დაბალბოჭკოვანი დიეტა - ნახშირწყლოვანი ტიპის ბოჭკოები საკვებს წარმოადგენს ჩვენი მიკროფლორისთვის, რომელსაც ჩვენთვის სასარგებლო ბაქტერიები ქმნიან (მიკრობიოტა). ისინი ბინადრობენ ჩვენს მსხვილ ნაწლავში და თავისმხრივ უზრუნველყოფენ ჯანმრთელ გარემოს. მათი ბალანსის დარღვევას კი დისბაქტერიოზს უწოდებენ. ნახშირწყლოვანი ტიპის ბოჭკოებს შეიცავს ხილი (თითქმის მთლიანად მათი კანი), მარცვლეული, პარკოსნები, ლობიო და ბოსტნეული.

-სტრესი - სტრესი და შფოთვა არ მოქმედებს მხოლოდ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უფრო დიდი რაოდენობით ნეირონს შეიცავს ვიდრე ზურგის ტვინი, ამიტომ სტრესს შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელ სისტემის ისეთი პრობლემები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა.

-წყლის მცირე რაოდენობით მიღება - წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს - არბილებს განავალს, რაც ხელს უშლის შეკრულობას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების დაშლაში და საკვები ნივთიერებების უფრო სწრაფად და ეფექტურად ათვისებაში.

-ადინამიური ცხოვრების წესი - ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის აუცილებელი ფაქტორია, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ყაბზობა, რადგან ფიზიკური აქტივობა აძლიერებს ჩვენი ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს მონელებას

-გენეტიკური ფაქტორები - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბევრი იმუნური და აუტოიმუნური დარღვევა გამოწვეულია გენეტიკური კომპონენტებით, მაგალითად : წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ცელიაკია და ღვიძლის ზოგიერთი დაავადება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზოგჯერ "მუცლის პრობლემები" ენდოკრინული დაავადებების მანიშნებელ მნიშვნელოვან სიმპტომებს გულისხმობს. კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ჩვეულებრივ გვხვდება დიაბეტის მქონე ადამიანებში და მოიცავს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსს, შებერილობას, გულისრევას, ყაბზობას, დიარეას და განავლის შეუკავებლობას. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.

კუჭ-ნაწლავი თავისი მნიშვნელობით ორგანიზმის ბევრ სისტემას აერთიანებს და მათ შორის როგორც ზევით აღვნიშნეთ მჭიდრო კავშირი აქვს ნერვულ სისტემასთან, სხვადასხვა კვლევების თანახმად კუჭის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია და სტრესული აშლილობა.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სახლიდან გაუსვლელად შესაძლოა მიიღოთ კონსულტაცია REDMED–ის გასტროენტეროლოგის მიერ, ისე რომ დაზღვევისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია და მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების რეცეპტი მიიღოთ ონლაინ.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი