უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
რეგიონები
ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 920 ათას ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-ზე მეტი მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს.
მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წლის 20 მარტამდე დასრულდება.
პროექტის განხორციელებით მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდება. ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მცხოვრებლებს სასმელი წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებათ.
ყულევში მიმდინარე სამუშაოები ხობის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს.
სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.