უახლესი ამბები
- 13.12.2019 11:35ახალციხეში კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს
- 13.12.2019 11:35ქუთაისში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.12.2019 11:1049 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
- 13.12.2019 11:10შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო
- 13.12.2019 10:50პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ
- 13.12.2019 10:40ანონსი - 13.12.19
- 13.12.2019 10:15დღის კალენდარი - 13 დეკემბერი
არქივი
საზოგადოება


კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი მთლიანად შევიძინეთ საქართველოში, ოჯახებში - პრეზიდენტის მრჩეველი
,,ავეჯი, რომელიც შევიძინეთ, განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება, “ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილისთვის ავეჯის შესყიდვის პროცედურები რამდენიმე თვის წინ დასრულდა, პროცესის დაწყებამდე კი, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას 18 ივნისს მიაწოდა.
,,ავეჯი, რომელიც შევიძინეთ, განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება. ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას.
ვეცადეთ ეპოქა ყოფილიყო წარმოჩენილი. კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი მთლიანად შევიძინეთ საქართველოში, ოჯახებში. და ეს იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. მოგეხსენებათ ბოლო ათწლეულებია საქართველოდან სისტემატურად გაედინება კულტურული ფასეულობები უცხოეთში, რაც მნიშვნელოვნად იწვევს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაღარიბებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შესძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას”, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.
ამავე დროს, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ეკონომიური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.
,,ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ის ფულადი რესურსი, რომელიც ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯა დარჩა საქართველოში და ქართულ ოჯახებში. თანამედროვე ინვენტარის ნაწილი შეძენილია საქართველოში, საქართვლოში დამზადებულ პროდუქტს და ჩვენს მიზანს ასევე წარმოადგენდა ქართული მცირე საწარმოების განვითარების წახალისება“, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.
რაც ეხება საფრანგეთს, კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, საფრანგეთიდან არანაირი ნივთი არ შეძენილა - არც ახალი არც ძველი. ,,გვაქვს ორი ნივთი, ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა, რომელიც პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის, ლევან ზურაბიშვილის საკუთრება იყო, რომელიც მოგეხსენებათ პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ. პრეზიდენტმა ეს ორი ნივთი საქართველოს საჩუქრად გადასცა და ეს ნივთები ორბელიანების სასახლეში დაიდებს ბინას“, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ინვენტარის შესყიდვას ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ. კოტე ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა შესყიდვების სააგენტოს და ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს უდიდეს ეროვნულ მნიშვნელობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ავეჯისა და ინვენტარის შესასყიდად გამოყოფილი იყო 1 200 000 ლარი, საიდანაც 80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა.

49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
13 დეკემბერი, 2019 , 11:10

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო
13 დეკემბერი, 2019 , 11:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
12 დეკემბერი, 2019 , 17:10
საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
12 დეკემბერი, 2019 , 16:20
პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ
12 დეკემბერი, 2019 , 14:15

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“
12 დეკემბერი, 2019 , 14:00