უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა, კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფრესკების მდგომარეობის შესაფასებლად იგეგმება უცხოურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, რათა ზუსტი დიაგნოზი მათ დასვან.
„უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებით. ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე დავგეგმოთ სამუშაოები. გავარკვიოთ რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს, რის გამოა ეს გამოწვეული. ან სახურავიდან ჩადის წყალი ან კაპილარული აწოვის შედეგად მიწიდან ხდება ამ ტაძრების დანესტიანება. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ, რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი რა სჭირს კედლის მხატვრობას. საჭიროა ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინერალოგები, რომლებიც სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე ბიოლოგია. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგვცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, მათ დასვან დიაგნოზი. მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ.
ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ რომ არ გავაფუჭოთ ის რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ასეთი ძეგლების რეაბილიტაცია. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ და უკვე დავალებული აქვს შესაბამის ჯგუფს, მოვიძიეთ ინსტიტუციები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ლაბორატორიები, ჰყავთ დარგში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც თანამშრომლობენ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციებთან. ვგეგმავთ ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის დაწყებას, რომ მათ მოავლინონ სპეციალისტები, რომლებიც აიღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოიკვლევენ, დასვამ ზუსტ დიაგნოზს, რა სჭირს, რის გამო ხდება, რის გამოა დაზიანებული ესა თუ ის ფრესკა და შემდგომში უკვე მოგვცემენ რეცეპტს თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სოკოს სახეობას, მარილს და ა.შ. ასევე, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა იყოს იმდაგვარი, რომ როცა უკვე დაიწყება მზა რეცეპტის საფუძველზე რეაბილიტაცია, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ქართველი სპეციალისტები, რათა მათ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მოახდინონ ფრესკების კონსერვაცია და შეიძინონ ის გამოცდილება, რაც უკვე არსებობს“,- განაცხადა თეა ონიანმა.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03
სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
14 ნოემბერი, 2025 , 12:56

