უკან

საზოგადოება

11 მარტი, 2019 13:25
font-size

`კურიერმა` დაადგინა ის ადგილი, საიდანაც „თიბისი ბანკზე” კიბერშეტევა განხორციელდა

კურიერის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის მიერ 5 თვის წინ შინაგან საქმეთა სამინსიტროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ „თიბისი ბანკზე“ იერიში რუსთაველის გამზირის N12-დან - კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობიდან, მიიტანეს.

კიბერთავდასხმის დროს მაშინ მცირე ხნით ბანკის ელექტრონული სერვისები გაითიშა.

რუსთაველის გამზირზე ტროლების და კიბერთავდამსხმელების ჯგუფს „თიბისი ბანკის“ აიტისამსახურმა მიაკვლია და მასალები შსს-ს გადასაცა.

რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს - ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.

შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.

ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, „ქართული ოცნების“ პრესამსახურის უფროსს, კოკა ყანდიაშვილს, ეკუთვნის.

რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ოთახები რუსთაველის გამზირზე ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც „ქართული ოცნების“ ტროლების დაჯგუფება მუშაობს, შენობის მესამე სართულზეა განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.

მას შემდეგ, რაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.

კურიერის ინფორმაციით, შენობის მფლობელთან მოლაპარაკებაზე პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კოკა ყანდიაშვილი, იმყოფებოდა. რუსთაველის 12-ში დაადასტურეს, რომ ყანდიაშვილი ტროლების დაჯგუფების ოფისში ხშირად დადიოდა.

კურიერმა მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სიაში პირველი ალექს ამაზაშვილია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია.

საიდუმლო ოფისის თანამშრომელთა 17-კაციან სიაშია ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მან კურიერთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე ოფისში „ქართული ოცნების“ პრესამსახურის უფროსმა, კოკა ყანდიაშვილმა, დაასაქმა.

ყანდიაშვილი რამდენიმე დღეა, კურიერს ემალება.

ერთ-ერთი ვერსიით, კოკა ყანდიაშვილთან ერთად ტროლების და ბოტების მუშაობას სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინიტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის, ტელევიზიის სახე - შალვა რამიშვილიც აკონტროლებს. თუმცა, რამიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ოფისი არასდროს ჰქონია.

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით მოქმედებს, ტროლებისა და ბოტების მუშაობისთვის კი მათ კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა საგანგებოდ შეარჩიეს.

თიბისი ბანკზე 5 თვის წინ განხორციელებული კიბერთავდასხის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი