კომენტარი


კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყენებს - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყენებს.
გია ვოლსკი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი ახირება არ არის, საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი.
„კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც იყენებს. არ ვიცი, რას აპირებს და განწყობილი არ ვარ, რომ ყოველთვის კრიტიკული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ამბობს. სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. პირადი ახირება არ არის, ვიცოდეთ, რას აპირებს. რაც უფრო მეტი გაირკვევა, მით ნაკლები დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში. არანაირი პირადი არ მაკავშირებს არც მარგველაშვილთან და არც ოპონენტებთან“, – აღნიშნავს ვოლსკი.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არც „ქართული ოცნებაა“, რაც კარგი არ არის.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ და მკაფიო პოზიცია ვთქვათ, რას ვაპირებთ და დავასაბუთოთ, რადგან ამას საზოგადოება ელოდება“, – ამბობს ვოლსკი.
ამასთან, დეპუტატი საპრეზიდენტო არჩევნების 28 ოქტომბერს დანიშვნასაც აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ადრე დანიშნულიყო, მაგრამ თარიღი ოპტიმალურია და კანდიდატებმა საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა მოახერხონ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, წინასაარჩევნო კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პროცესი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს - ბიზნესომბუდსმენი
18 თებერვალი, 2019 , 17:40

მთავარია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს - დავით ბაქრაძე
18 თებერვალი, 2019 , 16:00

შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში - ეკა ბესელია
18 თებერვალი, 2019 , 14:38

„TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქამდა პატარა ლიფსიტას“
18 თებერვალი, 2019 , 14:35

არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას - თეა წულუკიანი
18 თებერვალი, 2019 , 12:10

“ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?“
18 თებერვალი, 2019 , 12:10