უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 დეკემბერი, 2017 15:25
font-size

კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

თბილისი. მედიანიუსი. 05.12.17. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და კურორტ „გოდერძი’-ს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ასევე, გააცნეს მომსახურების ძირითადი წესები და სტანდარტები, ტურისტების ტიპები და მახასიათებლები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ჰიგიენური ნორმები და საოჯახო სახლების დასუფთავება-დალაგების სტანდარტების სპეციფიკა.

„ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები გამოვიდა. კურორტზე არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების პერსონალი აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესში. ისინი მოტივირებულები არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, რაც ტურისტებისთვის კურორტზე დასვენებას უფრო კომფორტულს გახდის. შემდეგი წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში უფრო ინტენსიურ ტრენინგებს გეგმავს აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,“ აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

გარდაბნის სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16 დეკემბერი, 2017 , 17:25

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფა

აჭარაში რაგბის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 17:25

დღეს, ბათუმის რაგბის სტადიონზე აჭარაში სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ვეტერანმა რაგბისტებმა ამხანაგური თამაში გამართეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზ

ოზურგეთს სიმღერისა და გალობის მუზეუმი ექნება

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაწყებულია. ახალ მუზეუმში ყველა პირობა იქნება შექმნილი ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების და

წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა - ბესიკ ლილუაშვილი

15 დეკემბერი, 2017 , 14:30

აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა , - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარა

ზურაბ პატარაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ბიუჯეტის ფულით არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა - ლაშა ადამია

15 დეკემბერი, 2017 , 14:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, ლაშა ადამიას ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ზურაბ პატარაძემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა

ბათუმში ქალი ფანჯრის წმენდისას აივნიდან გადმოვარდა

15 დეკემბერი, 2017 , 11:30

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ფანჯარას ასუფთავებდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის