უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 სექტემბერი, 2019 11:01
font-size

კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა, პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმროებსა და სანატორიუმებს, მეორე ზონა ე. წ. „ქარავანის“ კემპინგებს, მესამე ზონა კი სპორტულ ობიექტებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უნდა დაეთმოს, მეოთხე ზონაში ტურისტული მომსახურების ცენტრი განთავსდება, მეხუთე ზონა სასტუმროებისთვის და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის იქნება განკუთვნილი, მეექვსე ზონაში კი ახალგაზრდული ბანაკის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ლებარდეს განვითარების გეგმის შესახებ ადგილობრივებს და მწყემსებს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერის მოადგილესთან ერთად ესაუბრა.

სახელმწიფო რწმუნებული კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და კურორტამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კურორტ ლებარდემდე მისასვლელი ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის სამუშოები გზის საფარის 6 კილომეტრზე მოწყობას გულისხმობს, რაც დასკვნით ეტაპზეა. შემდეგი ეტაპის სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

,,აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს კურორტ ლებარდეს განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსათვის ამ გეგმის დამთავრებას, რის შემდეგაც მოვახდენთ მის გასაჯაროებას და მოეწყობა საჯარო განხილვა. ეს კურორტი არის ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და მისი განაშენიანება, მისი კეთილმოწყობა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კურორტი ლებარდე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს, კურორტი ცნობილია უნიკალური მჟავე წყლებით. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, საავტომობილო გზის მშენებლობა კი 1947 წელს დაიწყო, ლებარდე როგორც სააგარაკო კურორტი კი პოპულარული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა.

90-იანი წლების მოვლენების შემდეგ კურორტი ლებარდე სავალალო მდგომარეობაშია, მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა გავერანდა. ლებარდეს ცუდი გზისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო მუდმივი მაცხოვრებლები არ ყავს. კურორტს დამსვენებლები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას მწყემსები სეზონურად სტუმრობენ.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი