უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2017 11:15
font-size

ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა - გიორგი კვირიკაშვილი

ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მოხარულია, რომ თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც წელს 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას აერთიანებს.

მთავრობის მეთაურმა სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, მის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაერო-ს განვითარების პროგრამას და ყველას, ვისი ძალისხმევითაც იმართება დღევანდელი კონფერენცია.

„დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას. წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

25 მაისი, 2020 , 14:53

ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომი

თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საგარეო უწყებაში არის დაბარებული

25 მაისი, 2020 , 10:15

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დაბარებული. ის ოფიციალურმა თბილისმა კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკ

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კახა კალაძე

23 მაისი, 2020 , 16:32

რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&r

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ` კანონში და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

22 მაისი, 2020 , 22:12

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობი

მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

22 მაისი, 2020 , 19:46

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი