უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
სამართალი
30 მაისი, 2017 11:25
ყველა განცხადება, რომელიც დეკანოზზე კეთდება, სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე გამართულ პროცესზე დასწრებას მოითხოვს.
ნანუაშვილის განცხადებით, მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს.
მისივე თქმით, ყველა განცხადება, რომელიც ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კეთდება, დასაბუთებული უნდა იყოს.
„სახალხო დამცველს აქვს უფლება, განახორციელოს მონიტორინგი. გვაქვს წვდომა ყველა ხელისუფლების და თვითმმართველობის ორგანოებზე და გვაქვს უფლება, შევიდეთ და ადამიანის უფლებებს დავაკვირდეთ. სახალხო დამცველს დახურულ პროცესზეც გააჩნია წვდომა.
ყველა განცხადება, რომელიც დეკანოზზე კეთდება, სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში დამოუკიდებელი და ნეიტრალური ორგანოს მონაწილეობა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი