უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2017 13:40
font-size

ყველა გზას მივმართავთ, რომ ე.წ. ფარული მოსმენების კანონი არ ამოქმედდეს - რომან გოცირიძე

დღეს პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, პარტია შეეცდება, რომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონი არ ამოქმედდეს.

„სამი ძირითადი ამოცანა უნდა გადაეწყვიტა ამ კანონს. პირველი, რომ ის უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, მეორე, უხეშად არ უნდა შეხებოდა ბიზნესს, მესამე, უნდა ყოფილიყო ძლიერი კონტროლი ახლად შექმნილი სააგენტოსადმი. არცერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი და დიდი ალბათობით , საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონს კვლავ უკან დააბრუნებს. ჩვენ ვიხმართ ყველა გზას, რომ ეს კანონი არ შევიდეს მოქმედებაში“, - განაცხადა გოცირიძემ რიგგარეშე სხდომის დაწყების წინ.

რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ტექნიკურ მხარეს განიხილავენ. როგორც ცნობილია, კანონის მესამე მოსმენით განხილვას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი