საზოგადოება


ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველიბის მხრიდან - დუდუბის გამგებელი
რა ინსტანციაზეც დასჭირდებათ დახმარება და ჩემი მხარდაჭერა იქნება საჭირო, იმ ინსტანციაზე მათ გვერდით ვიდგები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა, რომელიც ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ადგილზე მივიდა.
მისი ინფორმაციით, შეიქმნება დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც კოორდინაციაში იქნებიან ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან.
ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხზე სპეციალური შტაბი იმსჯელებს. მისი თქმით, შეხვედრა დღეს გაიმართება.
„ეს იქნება შეხვედრა, რომლის შემდეგაც დაიგეგმება ის ნაბიჯები, რითაც ამ ადამიანების დახმარებას შევძლებთ. ნებისმიერ ქმედებაზე წინასწარ პასუხის გაცემა არ შემიძლია, სანამ მეპატრონეებს არ შევხვდები. ერთი რამ ვიცი, ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და რა ინსტანციაზეც დასჭირდებათ დახმარება და ჩემი მხარდაჭერა იქნება საჭირო, იმ ინსტანციაზე მათ გვერდით ვიდგები“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.
მისივე თქმით, გამგეობა შეეცდება დაზარალებულებს საგადასახადო უწყებებთან ან ბანკებთან უშუამდგომლოს. ამასთან, როგორც გამგებელი ამბობს, ამ ეტაპზე უცნობია, საიდან და რა მექანიზმით მოხდება დაზარალებულთა დახმარება.
„რა უნდა მოხდეს, მე ჯერ ისიც არ ვიცი, სანამ არ გავიგებ. გამგეობის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რაიონში არიან რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთი რაიონის ფარგლებს შორდება და უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ყველა იმ ინსტანციაზე, სადაც დახმარება საჭირო იქნება, მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველიბის მხრიდან“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
დიდუბის რაიონის გამგებელმა ასევე მოუწოდა ყველას, ნუ ეცდებიან მომხდარის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას.
„კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. მე მესმის ამ ადამიანების, იმათიც, ვისაც სურს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ტრაგედიაზე დაწყებული პოლიტიკური ქულების დაწერა უკვე შეცდომაა, ეს ერთი. მეორე - არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთება არის ძალიან დიდი შეცდომა და მესამე - ვთხოვ ყველას, სხვის უბედურებაზე ნუ იწერენ პოლიტიკურ ქულებს, ჩვენ ისიც გვეყოფა, რაც დაგვემართა“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ელიავას ბაზრობაზე 2500 კვ/მ-მდე გავრცელებულ ხანძარს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში 150-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დამწვარია ავტონაწილების 20-მდე მაღაზია.
რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.
ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა
21 იანვარი, 2021 , 17:25
თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო
21 იანვარი, 2021 , 17:25

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 იანვარი, 2021 , 17:10

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი
21 იანვარი, 2021 , 14:55

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
21 იანვარი, 2021 , 14:20
საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
21 იანვარი, 2021 , 14:20