უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ნოემბერი, 2017 14:05
font-size

ყველა ის განცხადება, რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, ამ გადაწყვეტილებაში აისახება - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

,,ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება. 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარის და ჩვენი ქვეყნის თავდასცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

ბევრი დიდი და პატარა ნაბიჯი გადაიდგა და დიდი და პატარა შეთანხმება შედგა.

ამავდროულად, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგი მივიღეთ დღეს. ყველა ის განცხადება რომელიც სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან მოგვისმენია, და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება.

2016 ივლისში როდესაც განვაცხადეთ რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდნენ. არადა, პირველად მოხდა რომ ხელშეკრულებაში ნაცვლად საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სხვა გარე მისიების კვალდაკვალ პირველად ჩაიწერა:

საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისთვის მხარდაჭერა.

2016 წლის შეთანხებით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ყველას გილოცავთ, ვისაც უფრო ძლიერი საქართველო გინდათ იხილოთ ხვალ.

განსაკურებით კი იმ ადამიანებს ვინც ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იშრომა შედეგისთვის.

მეამაყება, რომ 2016 წელს, თავდაცვის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა!“ - წერს თინა ხიდაშელი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი