უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2018 17:29
font-size

ყველა ის მასწავლებელი, ვინც გარედაკვირვების ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ბახტაძეს სერტიფიცირებაგავლილ პედაგოგებსა და მათთვის ხელფასების განაწილების მეთოდებზე კითხვა დაუსვა.

„სულ 58 ათასიდან მასწავლებლიდან, სერთიფიცირებაგავლილი არის 16 ათასი პედაგოგი და აქედან მხოლოდ 5 ათასს აქვს კუთვნილი 800 ლარი. დანარჩენებს მათ კუთვნილ თანხას არ აძლევენ და იმიზეზებენ იმას, რომ საათობრივ ანაზღაურებაზეა მიბმული. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა 40 მილიონი ლარი. ხართ თუ არა მზად ეს უსამართლობა დასრულდეს?“, - ჰკითხა დეპუტატმა ბახტაძეს.

ბახტაძემ ამაზე უპასუხა, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს კუთვნილი ხელფასი იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი დათანხმდებიან დამატებით საათებზე.

„ჩვენ მართლაც გვყავს მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებდნენ გაზრდილ ანაზღაურებას, რომელიც მათ ობიექტურად ეკუთვნით. ჩვენ სწორედ ასე ვგეგმავთ, რომ ყველა მათგანს ექნება შეთავაზება, იმუშაოს იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და ეს უკვე მათ ნებაზე იქნება. შესაძლოა, ვინმემ უარი თქვას, იმიტომ, რომ მათი ნაწილი სხა სასწავლებლებშიც ასწავლის. ყველას, ვისაც სურს სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამას მოახერხებს.

წელს იყო პირველი პრეცედენტი გარედაკვირვების, შესაბამისად ყველა ის მასწავლებელი, ვინც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას. მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს“, - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი