უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივლისი, 2020 16:15
font-size

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული აბიტურიენტების უფლებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით დაუბრკოლებლად ჩააბარონ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სრულად იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„შემდეგი გამოცდების პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ აბიტურიენტების ცალკე იზოლირებულ სივრცეში განთავსებას, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ოთახში. ჩვენ მზად გვაქვს სპეციალური სივრცეები, სადაც მერხები შემოსაზღვრულია სამმხრივი ბარიერით.

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იქნება მოწოდებული, ზედმიწევნით შესრულდება და გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებისა და მეთვალყურეების ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. მადლობა ყველას იმ მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ორმხრივად გაზიარებულია როგორც აბიტურიენტების, ასევე ორგანიზატორების მხრიდან“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნუნუ მიცკევიჩმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ჯანმრთელი, მშვიდი და აკადემიური გარემოს შექმნაზე ზრუნვას. - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი