უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 მარტი, 2017 14:00
font-size

ყველა მეზობელ ქვეყნებს უჭირთ რუსეთთან ურთიერთობა და არა მარტო მეზობელ ქვეყნებს, არამედ ევროპულ ქვეყნებს - ზურაბ აბაშიძე

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთეირთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობა აქვს.

თუმცა, როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ასეთივე რთული ურთიერთობა რუსეთთან ევროპის ქვეყნებსაც აქვთ.

ამის შესახებ აბაშიძემ „კავკასიური სახლის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომლის განხილვის თემა „რუსეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან“ იყო.

ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი საქართველო-რუსეთის კონფრონტაციისა და ურთიერთობების ბოლო 25 წელს შეეხო.

გარდა ამისა, წარმოდგენილ იყო "კავკასიური სახლის" მიერ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია.

ორგანიზაციის წევრების განმარტებით, ბოლო წლებში შექმნილი ურთიერთობის მოდელი ქვეყნებს შორის არსებულ მდგომარეობას შედარებით ასტაბილურებს.

ღონისძიება ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც აბაშიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში ყველაზე მოუგვარებელი პრობლემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკავშირდება.

„ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს. ყველაზე მძიმე მოუგვარებელი პრობლემა ეს გახლავთ კონფლიქტური რეგიონები-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამასთან, ყველა მეზობელ ქვეყნებს უჭირთ რუსეთთან ურთიერთობა და არა მარტო მეზობელ ქვეყნებს, არამედ ევროპულ ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებს. ვნახოთ ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს თუ არა საერთო ენის გამონახვას“,-აღნიშნა აბაშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

რა „სტანოკზე“ გაკეთებთ ასეთ დებილებს ივანიშვილი? - ირაკლი ოქრუაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 16:35

ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურის განცხადებას პასუხობს, რომელიც ადასტურებს, რომ ოქრუაშვილს ციხიდან ზარების განხორციელება აეკრძალა და ამის მიზეზად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს -გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, არის მცდელობა, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება. „იდენტური საქმეა, რაც ჩემი

უკანონო ქმედებებს ისევ და ისევ აგრძელებს რუსული და ოსური მხარე - ვახტანგ გომელაური

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან რუსული და ოსური მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ უკანონო ქმედებებს. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სოფელ ატოცში ერთი თვის წინ და

პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ - შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ,პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის

თადუმაძის საკითხი ძალიან სერიოზულია - ანა დოლიძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

შეიძლება თუ არა, ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს იურიდიული განათლება, ეკავოს გენერალური პროკურორის თანამდებობა?! - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, „თადუმაძის საკითხი ძ