უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 13:50
font-size

ყველა სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი უნდა გათანაბრდეს - სერგო რატიანი

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი სერგო რატიანი განათლების მინისტრს მოუწოდებს, რომ 15 ათას სერტიფიცირებულ მასწავლებელს კუთვნილი ხელფასი არა საათობრივად, არამედ სრულად ანაზღაურდეს.

რატიანის თქმით, 8 ათასი პედაგოგი კუთვნილ თანხას ამ დრომდე ვერ იღებს. პრობლემაა ბიულეტენზე გასულ მასწავლებელთა ანაზღაურებასა და მაღალმთიანი პედაგოგების ხელფასის დანამატებთან მიმართებაში.

აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ, რატიანმა განათლების კომიტეტში ალექსანდრე ჯეჯელავას მისვლა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოითხოვა. მინისტრი დეპუტატებს დღეს შეხვდება.

„სამი განსახილველი საკითხია: სერტიფიცირეუბლი მასწავლებლების ხელფასების საკითხი, ბიულეტენზე გასული მასწავლებლების ანაზღაურება და მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლების დანამატის საკითხი, მათ შორის, სტუდენტების დაფინანსების წესი. ჩვენ გვყავს დაახლოებით 38 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული სისტემა სრულიად არარაციონალურია. რაც შეეხება პედაგოგების ანაზღაურებას, ხელფასის გამოთვლის ბრძანების მოქმედი ვერსიით, სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული პედაგოგები თანაბარ პოზიციაში იმყოფებიან, რამაც გამოიწვია, რომ სრული დატვირთვა მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგების 50%-ს აქვს. მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება მოქმედ რეგულაციებში და ყველა სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი, მიუხედავად მათი სამუშაო დატვირთვისა, გახდეს თანაბარი ოდენობის. ასეთივე პრობლემის წინ დგას მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებიც. კერძოდ, დანამატის სრულ დატვირთვაზე მიბმამ გამოიწვია, რომ მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგების მხოლოდ 40%-ს შეეხო დაანონსებული სახელფასო მატება“, - განაცხადა რატიანმა.

მონიკა დავლიანიძე

სოციალური კამპანია „#იმოქმედე“ - უფასო ტრენინგების 6-თვიანი ციკლი დასრულდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:41

იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო დისკრიმინაციული მოქმედების გამო სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

17 ნოემბერი, 2017 , 16:45

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატის შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. მოსარჩელის თქმით, ის არ დანიშნეს მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისა

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - კალათბურთის ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებენ

17 ნოემბერი, 2017 , 16:10

„კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები“, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებ

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ სარეკლამო კამპანია სექსისტურია - სახალხო დამცველი

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სს „წყალ მარგებელს“, მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი, რადგან მისი სარეკლამო კამპანია და შეფუთვა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. „2017 წ

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თ

ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 15:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე