უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2019 15:10
font-size

ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება - მიხეილ ბატიაშვილი

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding). მათთვის ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, აბსტრაქტები) და კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი სამეცნიერო ბაზის Elsevier-ის საქართველოს კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21-დან 55-მდე გაიზარდა.

მეცნიერების სფეროში განხორციელებული აღნიშნული ნოვაციის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც Elsevier-ის კონსორციუმის წევრები - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“– განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც Elsevier-ის ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოსთვის და ქართველი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს როგორც ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ასევე საქართველოში სამეცნიერო დარგების განვითარებას და ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, მეცნიერების პოლიტიკისა და მართვის სფეროს გაუმჯობესებას.
განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს