პოლიტიკა

ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იყო ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში ყველა მიმართულებით.
„ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება და ასეთ დროს საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარად იმედიც კი გადაწურული, რომ ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად ამ დროს, პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს. იგივე, რომ ავიღოთ მდგომარეობა, როგორიც იყო მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ფიქსირდებოდა სისტემური წამების პრაქტიკა, არაადამიანური მოპყრობა, დღეს ვითარება, ყველამ იცის, რომ არის რადიკალურად განსხვავებული. იგივე ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც, მაგალითად 150-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ ქუჩაში მოკლეს. ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კრიმინალთან, თუმცა მათ იმეტებდნენ ძალიან მარტივად იმიტომ, რომ ეს იყო მაშინდელი რეჟიმის დაკვეთა“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - სალომე ზურაბიშვილი
15 მაისი, 2025 , 16:06
პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე - როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ
15 მაისი, 2025 , 15:46
ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:12

დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:07

დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ - ირაკლი ზარქუა
15 მაისი, 2025 , 15:02
ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - რევაზ კიკნაძე
15 მაისი, 2025 , 14:49