უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2017 11:20
font-size

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა - გიორგი კვირიკაშვილი

ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელ ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერმა საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. ღონისძიებები გაიმართება სათაურით „ილია - ჩვენი თანამედროვე“ და ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს არსს და მასშტაბურობას ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ვინაიდან არ არსებობს თუნდაც დღევანდელი ნებისმიერი ეროვნული პრობლემა, რომელზეც ამონახსნიც ვერ ამოიკითხებოდეს ილიას ნააზრევში.

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას და ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელ ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შაქარაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება - შალვა ნათელაშვილი

11 ივლისი, 2020 , 15:10

შაქარაშვილის მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის ტრაგედიით მთელი ქვე

მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 14:45

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ლელა ჭანკვეტაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყე

“ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან” - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

11 ივლისი, 2020 , 14:45

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამი

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11 ივლისი, 2020 , 12:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - მარინა ეზუგბაია

11 ივლისი, 2020 , 12:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. „გუშინ ქვ

პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

11 ივლისი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს.  პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე