უახლესი ამბები
- 28.04.2025 16:11სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- 28.04.2025 15:26ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი
- 28.04.2025 12:33საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
- 28.04.2025 11:45გორში მკვლელობა მოხდა
- 28.04.2025 11:25საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
- 28.04.2025 11:21პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინა
- 28.04.2025 10:43ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
- 28.04.2025 10:122030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
- 28.04.2025 09:35სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- 28.04.2025 09:09ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება დაკარგოს, ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა ხაზზე - გიორგი გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთად პირადად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა ხაზზე.
რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას. ამაზე ჩვენ მიგვითითებს რამდენიმე რამ: პირველი, ის, რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ, ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერის ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონზე“ და მის მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს კამერები გამქრალიყო.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს: ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი. საბოლოო ჯამში, მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების და განეიტრალების, მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში, ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ, ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი
28 აპრილი, 2025 , 12:02
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 10:12
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:09

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 09:04
ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე
28 აპრილი, 2025 , 08:43
დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი
25 აპრილი, 2025 , 14:13