უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2017 15:00
font-size

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლადო ჭანტურიამ არ გახდეს სტრასბურგის მოსამართლე - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა.

ნათელაშვილის განცხადებით, ჭანტურიამ 1999 წელს დააკანონა „გაყალბებული არჩევნების შედეგები“, რომლის გამო გამარჯვებული „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტის მიღმა დარჩა.

ნათელაშვილის მტკიცებით, ჭანტურია ასევე მონაწილეობდა 2003 წელს პარლამენტის დათხოვნის პროცედურაში. „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შეფასებით, ამის გამო ჭანტურია ციხეში უნდა იჯდეს.

„როგორც ცნობილია, მმართველ რეჟიმს განზრახული აქვს, ევრომოსამართლედ მიავლინოს საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის დროს არაერთხელ გაამრუდა ქვეყნის ბედ-იღბალი, რისთვისაც ის ელჩობის ნაცვლად ციხეში უნდა იჯდეს.

ამ ბატონმა 1999 წელს დააკანონა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც პარლამენტი დააკომპლექტა შევარდნაძე-აბაშიძე-თოფაძის დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ხოლო გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია გამოგდებული იქნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოდან.

2003 წელს, ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობით უზენაესმა სასამართლომ შეასრულა რა „ვარდების რევოლუციის“ მთავარი დამფინანსებლის ივანიშვილის შეკვეთა დაითხოვა 5 პარტიისგან შექმნილი პარლამენტი, მათ შორის ლეიბორისტული პარტია 25-კაციანი უზარმაზარი ფრაქციით, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყნას მართავს ერთპარტიული და ერთპიროვნული რეჟიმი.

ყველაფერი ეს ნიურნბერგის ტრიბუნალს ეყოფოდა საქმის განხილვაში მისაღებად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პიროვნებამ არ მიიღოს პოსტი, რომელიც იქნება ევროპის სირცხვილი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან მხოლოდ ლადო ჭანტურიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჭანტურია შემდეგ ეტაპზე გადავიდა, რომლიც ამა წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ანა მებურიშვილი

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული, ისინი ახლა სრულ პანიკაში არიან - მიხეილ სააკაშვილი

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

„ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული“ , - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას, თუ ტელეკომპანია „იბერიასა&ld

ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს - საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართვ

ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია - მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დარბევაზე

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

„ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას &bdq

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`