უახლესი ამბები
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
- 19.03.2024 12:27ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე
არქივი
საზოგადოება
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა.
როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ კონკრეტული ადგილი უსაფრთხოა, მცხოვრებლების დაბრუნება მოხდება.
„ამ წუთებში დაზარალებულების გადაყვანა მიმდინარეობს. ვაკმაყოფილებთ მათ საცხოვრებელი ფართებით, სასტუმროებში დროებით. პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი კონტრაქტორები დაიწყებენ იქ არსებული სიტუაციის დასუფთავებას და აღდგენით სამუშაოებს. მანამდე, როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის, ისეთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ადამიანების დაბრუნებას“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, რაც გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენაში. თუ სარეაბილიტაციო იქნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი ნათესავთან, ამ სასტუმროში 15 ოჯახია. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.
დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ენერგეტიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო უკვე გამკაცრებული მიდგომები და შემოწმებები. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კარს არ უღებენ და სახლში არ უშვებენ, რაც ცუდია. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რათა ჩვენი შვილებმა და ოჯახებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვიცხოვროთ. ერთი ჩვენი შეცდომით შეიძლება გავაუბედურით ძალიან ბევრი ადამიანი. გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება. როგორც გვეუბნებიან, სადაც აფეთქება მოხდა კუსტარულად დაყენებული იყო და ამის გამო მოხდა ეს მძიმე შემთხვევა“, – განაცხადა კალაძემ.