უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2020 17:25
font-size

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

“თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეუძლია.

“ვგულისხმობთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის შემდეგ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი, დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები - ევროპის მომავალზე ისაუბრებთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 თებერვალი, 2020 , 17:45

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მაჭავარიანს თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ - დავით ჭიჭინაძე

24 თებერვალი, 2020 , 14:30

მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც, - ამის შ

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

24 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. Th

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედ

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

24 თებერვალი, 2020 , 13:45

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`