უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ნოემბერი, 2021 15:47
font-size

ყველამ იცის, რომ ციხეში არ უნდა ვიჯდე და ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია - მიხეილ სააკაშვილი

ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა ოთხჯერ დამპატიჟა, რომ მთელი პროკურატურისთვის ლექცია წამეკითხა, ევროპაში ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ბრალს ჩემს წინააღმდეგ, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. მე მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, არავითარი ხელის ჩამოშვება, არავითარი პაუზები და გაჩერება. ჩვენ სამშობლო გვყავს გადასარჩენი. ყველანი მობილიზებული, ყველანი მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადაკლული და თავგადადებული. აჰა, ხომ გადავდე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი, ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში. ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი. არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დიდი მადლობა, ჩემო ქართველო ხალხო იმისთვის, რომ მიმიღეთ, მხარს მიჭერთ და იბრძვით. ჩვენ ამ საშინელებას აუცილებლად დავამარცხებთ და ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებული. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი. გაუმარჯოს საქართველოს. თავისუფლება დღეს ჩვენი!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი