უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2021 17:00
font-size

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა

ჰქონდეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არანაირი აღქმაც კი არ შეიქმნას იმისა, რომ რაიმე ტიპის სალაპარაკო ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ გადაბრალების და ევროსაბჭოს პრეზიდენტის წინაშე აღებული ვალდებულებებისგან თავის დაძვრენის საბაბი რომ არ ჰქონდეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არანაირი აღქმაც კი არ შეიქმნას იმისა, რომ რაიმე ტიპის სალაპარაკო ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ მათი რიტორიკა გუშინ, კოლექტიური კაკაფონია გადაბრალებაზე. მინდა განვმარტო, ექვსივე საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, იყო მის მიერ წარმოდგენილი, მან დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. შესაბამისად, აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, ექვსივე საკითხი თანაბრად პრიორიტეტულია მედიატორისთვის.

ფასილიტაცია და მედიაცია სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ფასილიტაციას ვინც ახორციელებს, იმას არ აქვს პირადი დღის წესრიგი, ის უბრალოდ გახვედრებს. მედიაცია ნიშნავს სხვა რამეს – დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანას, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევ. სწორედ ასე დაემატა იმ ჩამონათვალს სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, როგორც ჩვენი ქვეყნის მწვავე და პრობლემური საკითხები. ამიტომ, ეს კიდევ ერთი ჟესტია, რომ მოლაპარაკებისთვის სივრცე გაჩნდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ძალიან ცოტა დრო რჩება, ვინაიდან საქართველოს კონკრეტული წინადადებები უნდა ჰქონდეს 16 მარტისთვის, როდესაც ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება.

„16 მარტს, როდესაც ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე უნდა წარსდგეს კონკრეტული წინადადებებით, რასაც სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება. შესაბამისად, დრო არის ძალიან ცოტა. ამიტომ ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, რათა შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული – პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები, ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი

9 აპრილი, 2021 , 15:11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლება

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

9 აპრილი, 2021 , 14:15

ჩვენ როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ, -

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 14:15

მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვ

მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე

8 აპრილი, 2021 , 20:15

შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - განცხადებას ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკთებს და ამბობს, რომ "შეთანხმება აუცილებლად იქნ

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს

8 აპრილი, 2021 , 17:00

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მე

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს

8 აპრილი, 2021 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე ს