უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2016 14:25
font-size

ყველამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული - გიორგი ახვლედიანი

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების გაყალბების თემაზე სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუშვებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღევანდელ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა გააკეთა. მისი თქმით, არსებობს საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც საგამოძიებო კომისიამ პასუხი უნდა გასცეს.

„განცხადება, რომელიც 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გავაკეთეთ, უკავშირდება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მისი მიზანია, რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული. მაგალითად, არჩევნებამდე არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა; არჩევნების დღეს ხდებოდა „კარუსელებით“ მანიპულირება; როგორ არ იყენებდნენ მარკირებას; როგორ ითვლიდნენ ხმებს და იპარავდნენ ბიულეტენებს; როგორ აბათილებდნენ ბიულეტენებს; შემდგომ კი ზემოქმედება სასამართლოზე, რომ არ მომხდარიყო 1 უბნის შედეგების გახსნა და ხელახლა გადათვლა,“ - განცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომლის გამოძიებასაც 9 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი ჯგუფი ითხოვს. პარლამენტში ამ საკითხის გააქტიურებას „პატრიოტთა ალიანსი“ გეგმავს.

„ეჭვი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუშვებს. უბნები რომ გაეხსნათ, შედეგები რეალურად შეიცვლებოდა. რაც შეეხება სტრასბურგს, ჩვენ – „დემოკრატიულმა მოძრაობამ“- სასამართლოს ყველა ინსტანცია გავიარეთ, დარჩა მხოლოდ ერთადერთი – სტრასბურგი და ამასაც გავაკეთებთ, რომ არჩევნებისთვის გაყალბებულის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო დონეზე მოხდეს“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი