უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
საზოგადოება
ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“
მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ძალა, - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაში.
"ლელო" სრულ მხარდაჭერას უცხადებს ექიმ გაფრინდაშვილს, რომელიც მოქმედებდა სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის თანახმად - ცდილობდა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა უმწეო პაციენტისათვის, რაც უკლებლივ ყველა ექიმის ჰუმანიტარული მოვალეობაა.
„საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილს არ მიეცა საშუალება შეესრულებინა პროფესიული მოვალეობა და ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით იგი დაატყვევეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვაჟა გაფრინდაშვილი დღემდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა, ჩვენი სახელმწიფო კი ვერაფერს აკეთებს მის დასაცავად.
მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან, თავი გაანებონ პრობლემის მიჩუმათებას, კეკლუცობას საოკუპაციო რეჟიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას და მისი ოჯახის შეურაცყოფას!
გადადგან ეფექტური ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრნველსაყოფად და უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების გამოსახსნელად.
მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO), გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (United Nations), საერთაშორისო წითელ ჯვარს (Red Cross international), სამედიცინო ექიმების საერთაშორისო ასოციაციას (International Association of Medical doctors)-ს და „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Medecins Sans Frontieres) გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.
ლელო, კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.