უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 იანვარი, 2017 13:40
font-size

ყველას ნათლად ვამცნობთ იმ ძალას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და გაძლიერების უნარს გვაძლევს - გიორგი მარგველაშვილი

იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ომის ვეტერანებსა და იუნკერებს უმასპინძლა და ომის ვეტერანები მედლებით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ ერთმანეთისა და ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას იმისთვის, რომ ვთქვათ - ჩვენ გვაქვს უნარი, ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება. საქართველოს დროშა საუკუნეების წინ აღიმართა, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაშინაც უშიშრად და თამამად ძალიან რთულ ვითარებაში აღმართავდნენ ამ ალამს. ამ დროშის გამო და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ასიათასობით ჩვენმა წინაპარმა დადო თავი, მოიტანა დღევანდელ დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დროშა მრავალი საუკუნის მატარებელია და წინაპრების ღვაწლითა და სისხლით არის გაძლიერებული.

„თუმცა როდესაც ჩვენ დღეს დროშას აღვმართავთ, არ ვიყურებით მარტო წარსულში, ჩვენ ვიყურებით მომავალში. ჩვენ ყველას ნათლად ვამცნობთ იმ ძალას, რომელიც აღგვამართინებს ამ დროშას და ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და გაძლიერების უნარს გვაძლევს. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენს თაობაში, ჩვენს რეალობაში თავისი თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს. რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული. დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც ამ დროშისთვის იბრძოდნენ. აქ არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლებიც ამ ბრძოლაში დაეცნენ. დღეს აქ არიან მათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შესწირეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა. დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც დროშას გადაიბარებს და ვინც მომავალ თაობებშიც საუკუნეებში განმტკიცებულ ჩვენს სახელმწიფოს გააგრძელებს. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. გისურვებთ გქონოდეთ ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქ

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯ

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბე

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება. ნეიროპლასტიურობა და

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. „დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადად

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`