უკან

ეკონომიკა

16 იანვარი, 2017 13:35
font-size

ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას - ნიკოლოზ გაგუა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მისი განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.

გარდა ამისა, როგორც ნიკოლოზ გაგუა ამბობს, ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს.

,,გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში’’, - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

მისივე პროგნოზით, დღევანდელი პირობებით, ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

,,კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა’’, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება.

,,თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამა არის ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპი. ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენს მიერ შევისწავლილი იქნა სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ქვეყნების რამოდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი’’, - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.

,,ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები’’, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან.

აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა.

გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა უზრუნველყოფაში გამოყენებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, აღნიშნული პროცესი საჯარო რეესტრში გათავისუფლებული იქნება ყველა სახის საფასურის გადახდისაგან.

კიდევ ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას - კონვერსიის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ. გაიაფების პირველი წყარო არის ის, რომ გადახურდავება ხდება კურსით, რომელიც არის იმ დღეს არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტი, ანუ უკვე ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი.

და ასევე, როდესაც სესხი მსესხებელს აქვს ლარში და შემოსავალიც - ლარში, ეს გაცილებით უფრო მოხერხებულია მისთვის. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს’’, - ამბობს გაგუა.

სესხების გალარების პროგრამის უპირატესობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას.

,,აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი.

ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი, რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ’’, - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

ნინო ექვთიმიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8631 ლარი გახდა

18 თებერვალი, 2020 , 19:41

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ერო

საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის - თამარ არჩუაძე

18 თებერვალი, 2020 , 11:50

სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯე

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 14:15

2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებ

„ბიზნესგარემო უარესდება - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება მკვეთრად იზრდება“

14 თებერვალი, 2020 , 12:05

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია

14 თებერვალი, 2020 , 11:35

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`