უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 თებერვალი, 2016 19:00
font-size

ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა იმიტომ, რომ ეს არის სამართლის აღდგენა - ზაზა ოქუაშვილი

,,ომეგა ჯგუფის’’ და ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საზოგადოებას ტელეკომპანია ,,იბერიის’’ საქმის გახსნას ულოცავს და მთავარ პროკურატურას და ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისთვის მადლობას უხდის.

შესაბამისი განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ტელეკომპანია ,,იბერიაში’’ გაიმართა.

,,მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ, რომ პროკურატურამ მოამთავრა გამოძიება რაც შეეხება ,,იბერიის’’ საკითხს და გამოვლინდნენ დამნაშავეები. ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა იმიტომ, რომ ეს არის სამართლის აღდგენა. ეს არ არის პირველი საქმე, რაც მე გამიგია და ეს ასე გაგრძელდება. რაც ყველაზე დადებითია, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე, დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენში, როგორც მე ვუყურებ, ბევრი ჩვენგანი და ყველა ალბათ ხედავს.

მივესალმები ამ ფაქტს და იმედი მაქვს, ბევრი სხვა, იქნება ეს ფირმა თუ პიროვნება, დაჩაგრული და არასამართლიან მდგომარეობაში იმ პერიოდში აღმოჩენილი, რაც ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მათ ყველას მოუწევთ ასეთი დღე და ასეთი სამართლის აღდგენა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის’’, - განაცხადა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ ძალიან რთული საქმე გამოიძია, რომელიც 12 წლის წინ დაიწყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის გენერალური პროკურორობის დროსაც მოხდა ტელეკომპანიაში შესვლა, ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი პროკურატურის პრეროგატივაა.

,,ირაკლი ოქრუაშვილი არის თუ არა დამნაშავე, არ ვიცი’’, - ამბობს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა პროკურატურის საქმეა.

,,ამდენი დადებითი ვთქვით და არ გვიხსენებია პროკურატურა, რომელმაც ალბათ, ძალიან რთული საქმე გამოიძია. 12 წელი გავიდა, რაღაც დეტალები შესაძლოა, მეც კი არ მახსოვდეს.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, ოქრუაშვილმა დაიწყო შემოსვლა. გეთანხმებით, ის შემოვიდა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთი წელიწადი ამ პროცესში. ერთი წელიწადი ჩვენთან იდგა ჯარი. ოქრუაშვილი იყო დასაწყისში. მე ვერ ავიღებ პროკურატურის პრეროგატივას, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 წლის წინანდელი საქმე გამოიძია და ვერც ამ პასუხისმგებლობას, რომ ვთქვა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ბოლოს იყო ადეიშვილი. მე ვერ ჩავერევი პროკურატურის პრეროგატივაში. შემოსვლა იყო ოქრუაშვილის დროს. პროცესის დამთავრებას რაც შეეხება, ფირმამ იზარალა ათეულობით მილიონები, გაგვაჩერეს, დაიმტვრა, დაინგრა, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენ არ ვიძლეოდით არც წილებს და არც ვითანამშრომლებდით. იგივე ტელევიზია, რომელიც უნდა ყოფილი დამოუკიდებელი, როგორც ახლა იქნება და არის და დაუმორჩილებელი, გარკვეული პარტიული ზედამხედველობის ქვეშ ვერ მოხვდებოდა. ბოლოს რაც მოხდა, მთელი ამ დაზარალების შემდეგ, მაშინ იყო ადეიშვილი’’, - აღნიშნა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება წილების დათმობის საკითხს, ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მასთან პირადად არ მიმდინარეობდა.

,,ჩემთან პირადად არ მიდიოდა მოლაპარაკებები’’, - აღნიშნა ოქუაშვილმა.

ცნობისათვის: პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი გახსნა.

საქმეზე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

ნინო ექვთიმიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი