უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ოქტომბერი, 2021 13:39
font-size

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება - ბექა ბასილაია

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

,,მიხეილ სააკაშვილი არის ამ ხელისფულების პოლიტიკური მძევალი, მის მიმართ არ ტარდება პროცესები და არ ხორციელდება მართლმსაჯულება. ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმიტომ, რომ საქართველოს არ სჭირდება ტყვეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. ამის მკაფიო მესიჯი იყო ხალხის გულანთებული სურვილი, რომელიც დაფიქსირდა გუშინ.

ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს.

პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ პოლიტიკურ საქმეებზე მან მიიღო გათავისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს ისტორიაში კი მიხეილ სააკაშვილზე მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი

3 დეკემბერი, 2021 , 18:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლ

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა დაიწყო

2 დეკემბერი, 2021 , 17:12

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშ

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

2 დეკემბერი, 2021 , 16:36

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე

ერთადერთი ბრძანება, რაც გავეცი 26 მაისს, იყო დემონსტრანტების გაყვანა აქციიდან – მიხეილ სააკაშვილი

2 დეკემბერი, 2021 , 14:28

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 26 მაისს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიმდანარე მოვლენების დროს, მხოლოდ ერთადერთი ბრძანება გასცა და ეს დემონსტრანტების ტერიტორიიდ

სასამართლომ უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

1 დეკემბერი, 2021 , 14:48

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. უგულავა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, ს

ყველამ იცის, რომ ციხეში არ უნდა ვიჯდე და ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია - მიხეილ სააკაშვილი

29 ნოემბერი, 2021 , 15:47

ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი