უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 აგვისტო, 2019 17:53
font-size

ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია - მამუკა ბახტაძე

ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ივლისში, წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა.

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ყველაზე მეტად მხარდაჭერა სწორედ ამ სექტორს სჭირდება და ბუნებრივია, მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სრული სიმართლე. როდესაც შენს მოქალაქეს აქვს პრობლემა, იმით კი არ უნდა იყო დაკავებული, პოლიტიკური ქულები დაიწერო ამაზე, არამედ უნდა წარმოადგინო კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები, როგორ დაუჭირო მხარი მოქალაქეებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას გეგმავს.

"ჩვენ გვაქვს მომზადებული ორი პროგრამა, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს აისახა აჭარაზე. პირველი პროგრამა გულისხმობს იმ პროექტების - სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარეობდა და ამ პრობლემის გამო არსებობს რისკი, რომ შეჩერდეს. ეს მიუღებელია. არც ერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს საშუალებას, ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და ისინი არ შეჩერდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პროგრამაც, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას. უკვე სექტემბერში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მცირე და საშუალო მეწარმეებთან და სწორედ მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ პროგრამებს.

რაც მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია - არჩილ თალაკვაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჰააგაში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე. ერთი – ნამდვილი სახე, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავი

მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი - მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა - გიორგი კანდელაკი

8 აგვისტო, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა. "დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უს

ღარიბაშვილი „ფორმულას“ და „მთავარ არხს“: თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში

8 აგვისტო, 2020 , 14:20

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მივიდა, "მთავარ არხსა" და ტელეკომპანია "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა. "რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა..

დღევანდელ დღეს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 13:00

8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუ

`ქართულმა ოცნებამ` ქვეყნის ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა - ბადრი ჯაფარიძე

8 აგვისტო, 2020 , 12:10

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა. „ჩვე

„ქართულმა ოცნებამ“ გააღატაკა მშობლები, დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება - მამუკა ხაზარაძე

7 აგვისტო, 2020 , 17:49

ნებისმიერი დახმარება კარგია, თუ ამას აქვს ისეთი ეფექტი, რომ ის არ დაიხარჯება და მეორე დღეს ისევ იმ მდგომარეობაში არ რჩება ადამიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე