უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

ყველაზე სწორი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან იქნებოდა პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებითმ ის მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

„რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მე არაერთხელ მივმართე ქვეყნის ხელისუფლებასაც და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მეორე ტურის წინ, რომ მათ ეხელმძღვანელათ სახელმწიფო ინტერესებით და ეზრუნათ შეთანხმებისთვის ერთ წელიწადში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ამგვარი საკითხები შეთანხმებებით მიიღწევა.

სამწუხაროდ, ამისთვის არცერთმა მხარემ არ გადადგა ნაბიჯი არჩევნებამდე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ საკითხში პროგრესის მიღწევა კიდევ უფრო გართულდა. ეს კი კიდევ უფრო გაართულა ყოფილი პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო ტაქტიკურმა ნაბიჯებმა, ამიტომ ჩვენი მხრიდან პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, ამ არჩევნებისადმი მხარდაჭერა რჩება ძალაში, მაგრამ ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ანუ ვითხოვთ უკეთესს, მაგრამ მზად ვიქნებით უარესისთვის. ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვკვეთოთ ის გუნდი, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო პროცესში გადაიყვანს პოლიტიკურ პარტიას. ძალიან კარგი იქნება თუ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ვერ მივაღწევთ უნდა ვიყოთ მზად 2020 წელს წარმატებისთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

სლოვაკეთში, ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)

5 დეკემბერი, 2019 , 11:20

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალე

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარ

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`

4 დეკემბერი, 2019 , 17:05

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან,”- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. შალვა ნათე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

4 დეკემბერი, 2019 , 16:10

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათი განცხადებით, 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს - „ახალი საქართველოს“ წევრი

4 დეკემბერი, 2019 , 14:55

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ანა კობახიძის შეფასებით, OSCE/ODIHR - ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს. როგორც „ახალი საქართველოს“ მიერ გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`