ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი Brabus-გან

Brabus-მა Mercedes AMG S 63 4 Matic-ის საკუთარი ვერსია წარმოადგინა - ეს გახლავთ Brabus 850 6.0 Biturbo, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 4-ადგილიან კაბრიოლეტებს შორის.

ბოტროპული სუპერ-ტიუნერის ახალი ვარსკვლავის მთავარი ღირსება, სიმძლავრეა. მისი კაპოტის ქვეშ 5,9 ლიტრი მოცულობის 8-ცილინდრიანი Biturbo აგრეგატი გუგუნებს - 850 ცხენის ძალით და 1150-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით. მისი მაქსიმალურ სისწრაფე 350 კმ/სთ.

ბრაბუსის ეს სუპერ-კაბრიოლეტი 100 კმ/სთ-მდე 3,5 წამში ჩქარდება და სულ რაღაც 9,4 წამის შემდეგ უკვე 200 კმ/სთ-ს აღწევს.

Brabus 850 6.0 Biturbo დაახლოებით 200 000 ევრო ღირს.

მონიკა დავლიანიძე