უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 აპრილი, 2019 11:40
font-size

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლებმა, მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ: სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, რომელმაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა, სს „ საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი ნინო ჩოლოყაშვილი, რომელმაც ბიზნეს-პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე IBCCS-ის რეგიონალური დირექტორი ირაკლი არჯევანიძე და IBCCS-ის აღმასრულებელი დირექტორი ცეზარ ზიენიუკი. მათი პრეზენტაციის მთავარი თემა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკაში უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივები იყო.

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა, ორივე ქვეყნის 120-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ორმხრივი ბიზნეს-ინტერესების სფეროები იყო: საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა.

კობა გვენეტაძემ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი, 2019 , 17:45

24 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს - ეკონომიკის სამინისტრო

24 მაისი, 2019 , 17:35

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის - დოლარი - 2.7799 ლარი, ევრო - 3.0954

23 მაისი, 2019 , 17:43

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7799 ლარი ეღირება, ევრო – 3.0954, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5160 ლარი. დღეს, 23 მაისს ე

ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პროექტს აქვეყნებს

23 მაისი, 2019 , 17:15

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის" პროექტს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მანდა

ლარი არ უნდა უფასურდებოდეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

23 მაისი, 2019 , 14:20

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

23 მაისი, 2019 , 12:40

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ,