უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2017 17:05
font-size

კვირას რუსთავი 2-ის თანამშრომლები პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავენ

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, კვირას, 14:30 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანიის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლების, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად შეიკრიბებიან.

როგორც გვარამიამ სამაუწყებლო კომპანიაში გამართულ ბრიფინგზეაღნიშნა, ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

მისი განცხადებით, დღეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ბედი წყდება.

„რუსთავი2-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი2-ის თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის და მისის მომავლის ბედი. ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ეს მედიაკომპონენტია მათზე ზეწოლის, მაგრამ არა მხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება ზეწოლა.

ამიტომ ჩვენ, რუსთავიორელებმა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - კვირას, სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. მოვითხოვთ იმას, რაც მოგვანიჭა სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი, ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსთავი2, ვინც უყურებს რუსთავი2-ს, ვისაც უყვარს რუსთავი2,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16 ივლისი, 2020 , 18:38

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 52

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

16 ივლისი, 2020 , 14:36

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე