უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ივნისი, 2018 11:11
font-size

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედი

რატომ გამოცხადდა გამარჯვებულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში კომპანია, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირობებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს?

"ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტი"-ს ტენდერში გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", იგივე "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი"-ს გამოცხადებამ გაკვირვება გამოიწვია.

ცხადია, გაკვირვება იმ ადამიანებმა გამოხატეს, ვინაც ღრმად არიან ჩახედული "ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის" მნიშვნელოვან საკითხებში. სამწუხაროდ, სწორედ ის "მნიშვნელოვანი საკითხები" გამორჩათ, ან შეგნებულად გამოტოვეს მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და მთავრობის მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ.

თავშივე უნდა ვახსენო: საქართველოს მთავრობამ უცხოელ ექსპერტებს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა 5,5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული პროექტისთვის – "ღირსეული, გამოცდილების და შესაბამისი ფინანსების მქონე ინვესტორის შერჩევაში"!

კაცმა რომ თქვას, კი ღირს ეს საქმე მილიონნახევარი ევრო, მაგრამ – შეასრულა კი საქართველოს მთავრობის შეკვეთა და რაში მდგომარეობდა იგი?
ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის თქმით, "რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება."

ხელშეკრულებას, რომელსაც მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს სთავაზობდა, დეტალებში ვერ განვიხილავთ, რადგან იგი უსაშველოდ დიდია. ამიტომ აქ შევჩერდეთ და გადავხედოთ უმთავრეს პირობებს, რომელიც – "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესების გამოხატვა"-ში მონაწილეს უნდა წარმოედგინა:

1.100 მილიონი და მეტი ტვირთბრუნვის დამადასტურებელი პროგრამა-წინა საპროექტო მოსაზრება.

2.პორტის პროექტი უნდა იკავებდეს ზღვის სანაპირო ზოლის მაქსიმალურად მცირე ნაწილს.

3.უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ უნდა ეხებოდეს დასახლებულ ტერიტორიას.

4.წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს მომგებიანი და ტექნიკურად შესრულებადი.

5.ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ინვესტორები, პროექტის დაფინანსების დამადასტურებული საბანკო საბუთებით

"ანაკლია პორტის" მშენებლობის ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და 12 მონაწილეს შორის ვიხილეთ – "კონტი-ჯგუფი" და "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.


წინადადებები, რომლითაც ხაზარაძის კონსორციუმი შემოდის, სახელმწიფოსთვის არარეალურიც არის და საზიანოც.

"ხაზარაძე და კონტი-ჯგუფის" პროექტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ:

1>იგი ვერ ასრულებს ტენდერის უმთავრეს მოთხოვნას – 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვას წელიწადში. ექსპერტთა დასკვნით, წარმოდგენილი კონცეფცია ვერანაირად ვერ გასცდება წელიწადში 30 მილიონ ტონა ტვირთბრუნვას და მას შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. უკიდურეს შემთხვევაში, მისი ტვირთბრუნვის გაზრდა ისედაც შეზღუდული ზღვის ნაპირის ხარჯზე უნდა მოხდეს.

2.იგი იკავებს ზღვის სანაპირო ზოლის 4 კილომეტრს.

3.პირდაპირ დამიზნებულია ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობაზე და ითხოვს 200 ოჯახის გასახლებას.

4.პორტის მშენებლობა დაგეგმილია გაშლილ ზღვაში, რაც მის საეჭვო დანიშნულებას უსვამს ხაზს.

5.საგანგაშოა ის, რომ "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი" ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ეძებს ინვესტორს და დამფინანსებელს, მათ შორის, აცხადებს, რომ ჩინეთშიც ჰყავს პარტნიორი მოძიებული, მაგრამ მას საიდუმლოდ ინახავს!..


კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრება:

1.წარმოდგენილ კონცეფციას გააჩნია გარანტირებული, შემდგომი განვითარების პერსპექტივა და იგი გაანგარიშებულია წელიწადში 100 და მეტი მილიონ ტონა ტვირთბრუნვაზე.

2.იგი ზღვის ნაპირის მხოლოდ 800 მეტრს იკავებს.

3.საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიას.

4.პორტი შენდება ხმელეთზე და 350 მეტრი სიგანის არხით უერთდება ზღვას.

5.კონსორციუმ "ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი"-ს მიერ წარმოდგენილი წინა საპროექტო მოსაზრების ტექნიკურად გადაწყვეტა, მსოფლიოში აღიარებულ (Ernst& Yang) კომპანიაში ექსპერტიზაგავლილი დოკუმენტაციის თანხლებით ეჭვს არ იწვევს. დასაბუთებულია მისი ეკოლოგიურად გამართულობა და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, მზადყოფნაში აქვს ინვესტორთა მიერ წარმოდგენილი პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო გარანტიები.


ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით – "ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" იგივე "ხაზარაძე და კონტი-ჯგუფს" მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და სატენდერო კომისიამ ასიდან 80 ქულა მიანიჭა!"

– სასწრაფოდაა გასარკვევი, – რატომ აირჩიეს ზემოთხსენებულმა ექსპერტებმა და სამთავრობო კომისიამ კომპანია, რომელსაც სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ხუთი ძირთადი მოთხოვნიდან ხუთივეში, თითქმის გადაუჭრელი პრობლემები გააჩნია?

– რაში მიენიჭა გამარჯვებულს – "ასიდან 80 ქულა"?

ეს ის კითხვებია, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს სცილდება და მას შესაბამისმა ორგანომ უნდა მიხედოს.

აქვე გაცნობებთ მცირე ინფორმაციას იმ ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ანაკლიის პორტის სატენდერო კომისიამ უარი უთხრა:

"Powerchina" უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს.

კომპანიის ბიზნესი მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, "Powerchina" 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.

"PowerCina"-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: "Powerchina" თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. `Pოწერჩჰინა~ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს "ანაკლია ეკო პარკი და პორტი". თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას."

როგორც ნახეთ, ბატონი დუ ჩუნგოუს ოპტიმიზმი არ გამართლდა. `შესანიშნავმა სამეულმა~ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით სულ ფეხებზე დაიკიდეს "პაუერ ჩაინა" თავისი 70-მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღუმართეს "პაუერ ჩაინას", ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დაუხლართეს, "პაუერ ჩაინა" მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.

როგორც ამბობენ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, `პაუერ ჩაინა~ თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო.

შედეგი: ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანაკლიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი, პესიმისტური პერსპექტივა.


ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულებელყოფით, ჩატარდა, ამის გამორკვევა და დამტკიცება ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლიის პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.


იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლის ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედი იყო, სადაც ნელ-ნელა იძირებიოდა და უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოიძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესად შეფერხდება.

დავით ქობალია, საერთო გაზეთი

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

7 ივლისი, 2020 , 12:39

საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFi

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე