უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
ეკონომიკა


კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს - სებასტიან მოლინეუსი
ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
„ჩვენ მხარდაჭერას ვუწევდით, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს, ვაანალიზებდით უკრაინაში მიმდინარე ომისა და ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გავლენას, ასევე თუ როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე. ვიცით, რომ ამას გავლენა ექნება სავაჭრო არხებზე და ასევე ინფლაციაზე. დამატებით შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ფინანსირებისთვის, თუ ეს საჭირო იქნება. ვფიქრობ, ეს ცოტა ნაადრევია. ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს, უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის. მსოფლიო ბანკი ხანგრძლივი პარტნიორია საქართველოსი, 30 წელია, კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლინეუსმა.
სებასტიან მოლინეუსის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი.
„ნამდვილად ჩვენი პროგნოზები არის, რომ საქართველოს ზრდა 5.5%-დან 2.2%-ზე დაეცემა. ვფიქრობ პირველი სამი თვე შედარებით მტკიცე იყო, მომდევნო თვე კრიტიკული იქნება, შემდეგ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, რათა შევაფასოთ, როგორი იქნება რეალური ზრდა საქართველოსთვის ამ წელს. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზრდა წლის პირველი სამი თვე რეალურად მტკიცე იყო“, – განაცხადა მოლინეუსმა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა` და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა
20 მაისი, 2022 , 20:28

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
19 მაისი, 2022 , 19:12
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა
18 მაისი, 2022 , 21:22

განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი - ლევან დავითაშვილი
17 მაისი, 2022 , 13:01

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მაისი, 2022 , 11:30

მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
29 აპრილი, 2022 , 12:05