უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 მარტი, 2017 16:35
font-size

კვლევის თანახმად, 2016 წელს სესხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 25.5%-ით გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება სესხით დატვირტული უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხს. კვლევა ეყრდნობა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მონაცემებს.

კვლევის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. თუკი 2014 წელთან შედარებით 2015 წელს რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ( 1343 და 1.410 შესაბამისად), 2016 წელს ეს რაოდენობა კიდე 25.5%-ით მოიმატა და 1769 შეადგინა.

რაც შეეხება კრედიტორებს, 2016 წელს რეალიზებული 1.769 უძრავი ქონებიდან ყველაზე დიდი წილი კერძო მევახშეებსა და სხვა იურიდიულ პირებზე მიდის ( 978 შემთხვევა), რაც მთლიანი რაოდენობის 55.3%-ს შეადგენს. კერძო კრედიტორებს მოჰყვება კომერციული ბანკები 25.7%-ით ( 454), ხოლო 337 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო (19 %).

2015 წელთან შედარებით, ისევ მაღალია კერძო მევახშეებისა და სხვა იურიდიული პირების წილი აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში. გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი ( 2015 წელს - 16 %, ხოლო 2016 წელს - 19%), რაც განპირობებულია მათი სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და მათი გაცემის „გამარტივებული“ პირობებით, რადგან, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსოები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მსესხებლის გადახდისუნარიანობას და აქცენტს აკეთებენ სესხის უზრუნველყოფაზე.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თანახმად, არ მოიპოვება დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სესხების გადაუხდელობის მიზეზებზე, რაც ართულებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას. კვლევაში ხაზგასმულია მევახშეთა სექტორში რეგულაციების არარსებობა, რომელიც განაპირობებს ვადაგადაცილებული სესხებისა და აუქციონზე რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობის ზრდას. კვლევის თანახმად, მევახშეთა სექტორის ძირითადი მომხმარებლები არიან დაბალი და საშუალო კლასის მოსახლეობა, რომელიც ზარალდება ამ სეგმენტში რეგულაციების არქონის გამო.

კვლევის ავტორების რეკომენდაციით, სესხის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული ქონების ოდენობის შესამცირებლად აუცილებელია საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლება, სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება, დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე იპოთეკით უზრუნველყოფილი არამიზნობრივი/სამომხმარებლო სესხების დარეგულირება და აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ

რაც შეეხება მევახშეებს, „საზოგადოება და ბანკების“ რჩევით, უმჯობესია მისი, როგორც „ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის“ ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

კვლევის ინფორმაციით, 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება. გარდა ამისა, 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გაცემული სესხების მოცულობის 65% უცხოურ ვალუტაზე მიდის.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი