უახლესი ამბები
- 20.03.2025 18:39გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს - ირაკლი პაპიაშვილი
- 20.03.2025 18:17საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები ფინანსების ეფექტიანად სამართავად
- 20.03.2025 15:48თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს
- 20.03.2025 15:14საქართველოში ლიეტუველი უფლებადამცველი არ შემოუშვეს
- 20.03.2025 14:50სტრასბურგის სასამართლომ არჩევნებზე ფარულობის დარღვევაზე საიას საჩივარი დაარეგისტრირა
- 20.03.2025 14:25ტერორი საქართველოში: არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება აკრძალეს, ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინეს - სალომე ზურაბიშვილი
- 20.03.2025 14:14თურქეთში 37 ადამიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავეს
- 20.03.2025 12:26ბოლო 13 წლის განმავლობაში ფორმირებული ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტს რომ შეხედავ, სირცხვილის გამო უნდა გაწითლდე - გოჩა მირცხულავა
- 20.03.2025 12:03ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით - ირაკლი კობახიძე
- 20.03.2025 11:54დაკავებულია პირი,რომელიც „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა - შსს
არქივი
მოზაიკა


“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport Georgia“-ს ოფიციალური წარდგინება თბილისში გაიმართა. იტალიური გაზეთის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში კომპანია “SMH Sports“ გახდა.
პრეზენტაციას საქართველოში საგანგებოდ მოწვეული ლეგენდარული იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჯანლუკა ძამბროტა, მისივე თანამემამულე, ამავე წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო და „La Gazzetto Dello Sport-ის“ დირექტორი ჯანლუკა ვარანო დაესწრნენ. ამ უკანასკნელის თქმით, ახალი გამოცემა მკითხველებს ექსკლუზიურ ამბებსა და მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს შესთავაზებს.
SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, ხსენებული მედიასაშუალება ქართული სპორტის პოპულარიზაციას მოემსახურება.
შეხვედრაზე თბილისის მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძეც იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, გამოცემა ქართველი და იტალიელი გულშემატკივრების ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
„მზად ვართ, ყველანაირად დაგიდგეთ მხარში“, - დაჰპირდა გამოცემის მესვეურებს კახა კალაძე.
ჯანლუკა ძამბროტას შეფასებით, ქართველები საუკეთესო ხალხია. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია კი იტალიაში ყველასათვის საყვარელი ადამიანია.
„“La Gazzetta Dello Sport-ის“ საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც ფეხბურთის განვითარებისათვის სერიოზული წინსვლის საწინდარია. საქართველოსა და იტალიას შორის დიდ მსგავსებას ვხედავ. თქვენც ჩვენსავით ხალისიანები, კომუნიკაბელურები, სტუმართმოყვარეები ხართ. კარგი სამზარეულო გაქვთ. ეს ყველაფერი კი ჩემს იტალიას მაგონებს. ქართველები და იტალიელები ბიძაშვილებივით ვგავართ ერთმანეთს“, - განაცხადა ჯანლუკა ძამბროტამ.
როგორც ღონისძიებაზე ითქვა, SMH Sports-ის გადაწყვეტილებით, შემდეგი ქვეყანა, სადაც აღნიშნულ სპორტულ ბრენდს ოფიციალურად წარადგენენ, უკრაინა იქნება.
მიმდინარე წელს კი საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო მედიასაშუალების შემოყვანა იგეგმება.

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს
14 თებერვალი, 2025 , 11:14
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა
18 ნოემბერი, 2024 , 08:39

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს
23 სექტემბერი, 2024 , 08:02
`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე
9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს
23 მაისი, 2024 , 15:54

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს
29 იანვარი, 2024 , 17:02