უკან

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2017 17:00
font-size

ლადო სადღობელაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ცისარტყელის ფერებში შეღებვას აპირებს

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, თუ უწყება 20 საათამდე ბოდიშს არ მოიხდის, ის ფედერაციის შენობას ლგბტ დროშის ფერებში შეღებავს.

„ცისარტყელის არცერთი ფერი არ დაგვიწყია. სხვათაშორის, გერმანული საღებავია და კარგად შეღებავს იქაურობას. ძალიან მოსწონთ ეს ფერები და იყვნენ ამ ფერებში“, -თქვა სადღობელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციისთვის 3 კილო საღებავი შეიძინეს.

დაპირისპირება „ქართულ მარშსა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის გამოიწვია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მხარდაჭერამ ლგბტ საზოგადოების მიმართ. არნემის „ვიტესის“ კაპიტანი ერედივიზიონის მატჩში ლგბტ დროშის სამკლაურით გამოვიდა, რასაც საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაიწყო კამპანია, რომლის მომხრეები მოითხოვენ კაშიას გაშვებას ეროვნული ნაკრებიდან. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს კოლეგებმა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რის გამოც „ქართული მარშის“ წევრები მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებულ

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

20 სექტემბერი, 2019 , 12:35

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებ

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

20 სექტემბერი, 2019 , 12:00

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცი

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

20 სექტემბერი, 2019 , 11:37

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი: „20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თა

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15

პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „20 სექტემბერს, რუსთავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს