უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 ივლისი, 2020 11:30
font-size

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნეს.

„თხილის ახალი საწარმო ფერმერებს მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება, შენახვა, რაც ზრდის თხილის ღირებულებას. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს, რომელიც აქტიურად გვეხმარება ქართული ფერმერული მეურნეობების განვითარებაში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კერძო ფერმერები და მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მსგავს ინსტიტუციებში, ხელს უწყობენ თხილის ბაზრისთვის სათანადო პირობების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს უკეთესი პროდუქციის მიღებას, მეტი შემოსავლების გენერირებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ახალი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანია არამარტო კახეთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში ეკონომიკური ზრდა მთავარ როლს თამაშობს. შესაბამისად, თხილის ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

სოფელ თელაში მდებარე საწარმო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა, რომელსაც ოპერირებას შპს „აგრითრეიდი“ უწევს. საწარმოში, ჯამურად, 900,000-ზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000-მდე ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ახალ საწარმოში 16 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმო ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ფერმერს მოემსახურება.

ახალი საწარმოს გახსნას კახეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ

წალკაში გაზის მილების გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დააზიანეს

14 აგვისტო, 2020 , 17:57

წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა- მიზეზი გაზის გყვანის სამუშაოები გახდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრ

მეთხილე ფერმერები წელს 50-დან 55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან

14 აგვისტო, 2020 , 13:20

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება

13 აგვისტო, 2020 , 19:06

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმ

ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს -გიორგი გახარია

13 აგვისტო, 2020 , 11:50

ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლ

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

13 აგვისტო, 2020 , 11:50

რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ ს

ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

13 აგვისტო, 2020 , 11:10

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე