უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
საზოგადოება


ლაილაშს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პირველი ჯგუფი ეწვია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშმა, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ფარგლებში, ისრაელიდან პირველ ტურისტულ ჯგუფს უმასპინძლა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონის მერის მოადგილე იოსი ხამამი, ელი კატაბი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე, ლაილაშიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ძმები ზონენაშვილების შთამომავალი იცხაკ თეთრუაშვილი და სხვები.
ტურისტული ჯგუფი, თავდაპირველად, ლაილაშის სინაგოგას ეწვია. სინაგოგა ამჟამად არ მოქმედებს, რადგან სოფელი ებრაელობისგან გასული საუკუნის მიწურულს, ალიის დაწყებისთანავე დაიცალა. ისრაელელი სტუმრების თქმით, ისინი უახლოეს მომავალში სინაგოგას გადასცემენ ბიბლიას და სხვა სარიტუალო ნივთებს.
ჯგუფმა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან და რაიონის სამხედრო კომისართან ერთად გადაინაცვლა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართა მემორიალთან.
„ისრაელის სახლისა“ და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შუამდგომლობით, გმირთა მემორიალს დაემატა მარმარილოს ორი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია 1942 წელს სტალინგრადთან დაღუპული ლაილაშელი ებრაელების, შოთა და სიმონ ზონენაშვილების სახელები. მემორიალთან ებრაული წესით შესრულებული ხსოვნის რიტუალის შემდეგ, გაისმა საქართველოსა და ისრაელის ჰიმნები. ზონენაშვილების შთამომავალმა, იცხაკ თეთრუაშვილმა კი გამგეობას გადასცა ისრაელიდან ჩამოტანილი, იერუსალიმს ქვაზე შესრულებული მცირე მონუმენტი, წარწერით „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა“.
ისრაელელმა სტუმრებმა დაათვალიერეს სოფელი ლაილაში და მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, სიმბოლურია, რომ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი სწორედ ლაილაშიდან დაიწყო, სადაც აღმოჩენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ებრაულენოვანი ბიბლია. ისრაელელებისთვის და მსოფლიო ებრაელობისთვის ლაილაში გახდება დასვენებისა და ებრაულ მემკვიდრეობასთან შეხების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ეს ხელს შეუწყობს ლაილაშის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, შესაბამისად აქ ტურიზმის განვითარებას.
რიშონ ლეციონის მერის მოადგილის იოსი ხამამის თქმით, იგი ნანახით აღფრთოვანებულია და ისრაელშიც შეეცდება, რაც შეიძლება ბევრს უამბოს ლაილაშისა და საერთოდ, საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
მომავალი ტურები ისრაელიდან აქ უფრო მასშტაბური იქნება.
ცნობისთვის: საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა წელს გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს „ისრაელის სახლი“ ხელმძღვანელობს. წელს ლუქსემბურგში გამართულ ფორუმზე ისრაელის სახლი, კერძოდ, მისი ხელმძღვანელი იციკ მოშე ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია (AEPJ) ბორდის წევრი გახდა. ასოციაცია ევროსაბჭოს ეგიდით ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს.
საკვანძო სიტყვები:

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
31 იანვარი, 2023 , 13:53

კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
31 იანვარი, 2023 , 13:15
42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
31 იანვარი, 2023 , 13:08
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში
30 იანვარი, 2023 , 19:34

ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები - კობა ნაყოფია
30 იანვარი, 2023 , 19:15
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს
30 იანვარი, 2023 , 18:28